როდის გაიხსნება ფიტნესკლუბები და აუზები

Tbilisi Daily

1 ივლისიდან ტრენინგ ცენტრები იხსნება , ფიტნეს დარბაზებისა და აუზების გახსნის ზუსტი თარიღი და რეკომენდაციები საკოორდინაციო საბჭოზე იქნება ცნობილი "როგორც იცით ეკონომიკის გახსნის პროცესი მიმდინარეობს , დაგეგმილი გეგმა - გრაფოიკის პროცესშია ტრენინგ ცენტრებისთვის შემუშავებული რეკომენდაციები რომელიც 1 ივლისიდან უკვე გახდება ნებადართული საქმიანობა . რაც შეეხება აუზების და ფიტნესების სამიანობას ჩვენ დარგთან გვაქვს ყოველდღიური კომუნიკაცია და მათთან საბოლოოდ დასკვნით ფაზაში ვართ , რომ შევაჯეროთ ისეთი რეკომენდაციები რომლის შესრულებაც მათ შეეძლებათ და ა,მასთანავე მაქსმალურ პრევენციას გაითვალისწინებენ და საკოორდინაციო საბჭოზე უახლოეს პერიოდში იქნება გადაყწვეტილი ის თარიღი თუ როდის შეძლებენ ისინი ოპერირებას . რეკომენდაციები ეს არის : სადეზინფექციო სამუშაოები , შეზლონგების გამოყენებისას შესაბამისი დეზინფექციის განხორციელება ყოველი გამოყენების შემდგომ ასევე პირსახოცები რომლიც ერთჯერად შეფუთვაში უნდა იყოს და შესაბამისი რეცხვის პროტოკოლები იქნება გაწერილი რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურ უსაფრთხოებას " - განაცხადა შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ. ფიტნესკლუბები აუზები tbilisidaily