ჩინეთის ქალაქ უჰანში ვირუსის ახალი კლასტერი გამოვლინდა

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=143188 ჩინეთის ქალაქ უჰანში ვირუსის ახალი კლასტერი გამოვლინდა. 89 წლის მამაკაცის გარდა, კოვიდ 19 დღეს კიდევ 5 ადამიანს დაუდგინდა. გავრცელებული ცნობით, ყველა ინფიცირებული ერთ კომპლექსში ცხოვრობს და ისინი ასიმპტომური პაციენტები არიან. ცნობისთვის, აღნიშნული შემთხვევა პირველია, რომელიც საყოველთაო კარანტინის დასრულების შემდეგ გამოვლინდა.