ვინ ესროლა ჟურნალისტს

Tbilisi Daily

ათენში სკანდალური ჟურნალისტი დაჭრეს. ის კისრისა და მკერდის არეშია დაჭრილი. სტეფანოს ხიოსი სკანდალური პუბლიკაციებით ცნობილ ჟურნალისტია საბერძნეთში. გამოცემა „მალეკიოს“ თანამშრომელს, გვიან ღამით საკუთარ სახლთან ესროლეს. ჟურნალისტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. „მალეკიოს“ ხელმძღვანელობა მომხდარს პოლიტიკურ ტერორად აფასებს. სტეფანოს ხიოსს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისა და სკანდალური მოწოდებების გამო რამდენჯერმე უჩივლეს. 2018 წელს ის გაზეთში გამოქვეყნებული პუბლიკაციის გამო დააპატიმრეს, სადაც მთავრობის წევრების დახვრეტას მოითხოვდა. #პოლიტიკა #ახალიამბები