ნარკოტიკების გადატანის მცდელობა აფხაზეთში

Sokhumi Daily

კრასნოდარის საბაჟო სამსახურის პრეს-ცენტრის ცნობით, ადლერის გამშვები პუნქტის თანამშრომლებმა აფხაზეთში ნარკოტიკების გადატანის მცდელობა აღკვეთეს. "საბაჟო პუნქტთან ნარკოტიკების კონტრაბანდის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გააჩერეს BMW-X5 მანქანა, რომელიც რუსეთიდან აფხაზეთისკენ მიემართებოდა. მანქანას მართავდა 1990 წელს დაბადებული აფხაზეთის მოქალაქე. მანქანის ჩხრეკისას, სავარძელში, საყრდენის ქვეშ, ნაპოვნი იქნა შეფუთვა მოყავისფრო-მწვანე ნივთიერებით. ფიზიო-ქიმიური კვლევის შედეგების მიხედვით, ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ეს არის კანაფი (მარიხუანა). ნივთიერების მასა იყო 0,38 გრამი. პრეს-სამსახურის ცნობით, საქმე სისხლის სამართლის "ნარკოტიკების კონტრაბანდის" მუხლით აღიძრა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა