აჭარაში კორონავირუსის 83 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის83 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამეტაპზე რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში 286 ადამიანი მკურნალობს, მძიმე პაციენტია 44, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 3პირი.
269 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 166 - თბილისში, 98 - აჭარაში. 3 719 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 191 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 92, ხოლო აჭარაში - 9.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 9 857 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 4 213 პირი, აჭარაში - 1 291.