ოკუპირებულ აფხაზეთში მედიკოსების დასახმარებლად რუსეთი ბაშკირელ ექიმებს გზავნის

Sokhumi Daily

საინფორმაციო სააგენტო აბხაზიაინფორმის ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში ექიმებს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შემავალი რესპუბლიკა ბაშკირეთიდან ელოდებიან. მედიის ინფორმაციით, მედიკოსებს შორის არიან ბაშკირეთის რესპუბლიკის სამედიცინო დაწესებულებებისა და სახელმწიფო უნივერსიტეტის ექიმები. ისინი აფხაზ კოლეგებს კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის მკურნალობაში დაეხმარებიან. ბაშკირელი ექიმები ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდების შემდეგ ჩადიან. მედიკოსები იქ 21 დღის განმავლობაში დარჩებიან. აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, 27 სექტემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი კიდევ 46 ადამიანს დაუფიქსირდა. თუმცა, უცნობია, რამდენად ზუსტია ეს მონაცემები, რადგან საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას რეგიონიდან ზუსტი ინფორმაცია არ აქვს. ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ამ დროისათვის გუდაუთის საავადმყოფოში Covid-19-ის დიაგნოზით 117 ადამიანი მკურნალობს. 14 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, 27 პაციენტი საშუალო სირთულისაა, 3 — გამოჯანმრთელდა. ამბულატორიულად, თვითიზოლაციაში გამოჯანმრთელდა 28 პაციენტი. დე ფაქტო ჯანდაცვის უწყების განმარტებით, ჯამში კორონავირუსი 1 332 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის 400 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა — 9 ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #კორონა #კორონავირუსისახალიტიპი #კორონავირუსი_ #აფხაზეთიებრძვისკორონას