ფოთში ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
Zugdidi Daily
გუშინ ფოთში ჯავახიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს და პორტში შესასვლელი გზა გადაკეტეს.
მათი ინფორმაციით, საცხოვრებლიდან რამდენიმე მეტრში საწარმო სტანდარტების დარღვევით ახორციელებს სამუშაოებს, რის გამოც მოსახლეობა ზარალდება, უწევს ჯანმრთელობისთვის საშიშ გარემოში ცხოვრება.
საწარმოში ხდება სხვადასხვა სახის ტვირთის დასაწყობება, რომელიც სატვირთო ავტომობილებს 24 საათიან რეჟიმში გადააქვთ. ქუჩაზე მუდმივად აქტიური მოძრაობაა, რაც იწვევს ხმაურს და მტვერს. ადგილობრივების თქმით, საწარმოდან გამოდის ნახშირის და გოგირდის სუნიც.
აქციის ერთ-ერთი მონაწილე ვეფხია გულედანი ამასთან დაკავშირებთ კომენტარს აკეთებს :
„არის გოგირდის სუნიც, ნახშირის მტვერიც, მუდმივად ხმაური და ყველანაირი დისკომფორტი. საწარმო არის ჩვენი საცხოვრებლიდან 4 კილომეტრში და მძიმე პირობებში გვიწევს ცხოვრება. არავინ არის ჩვენი მომხედავი, მაგრამ არ ვაპირებთ გაჩერებას. მერის მოადგილე იყო ჩვენთან მოსული, გვითხრა, ვიცი-ვიციო ყველაფერიო და წავიდა.“
ფოთის მერიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ
მიმდინარეობს მუშაობა პრობლემის გადაჭრაზე, თუმცა რა ფორმით და რა ვადებში, არ აკონკრეტებენ.
#ფოთი #ჯავახიშვილისქუჩა #ადგილობრივები #აქცია #პორტი #მერია
#zugdididaily
_____________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com