მსახიობი ჯონ სექსონი გარდაიცვალა

Tbilisi Daily

საკულტო ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი ჯონ სექსონი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. Daily Mail-ის ცნობით, მსახიობის გარდაცვალების მიზეზი პნევმონიით გამოწვეული გართულებები იყო. სექსონი 1935 წლის 5 აგვისტოს, ნიუ იორკში დაიბადა. მისი სამსახიობო კარიერა ორმოცდაათიანი წლების შუა ხანებში დაიწყო. 1966 წელს ოქროს გლობუსზე წარადგინეს. მსახიობს მონაწილეობა აქვს მიღებული 200-მდე ფილმსა თუ სერიალში, მათ შორის "თელების ქუჩის" სამივე ნაწილში. ის თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ მსახიობებთან, როგორებიც არიან, ბრუს ლი და მარლონ ბრანდო.