რუსეთში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით რეფერენდუმი 1-ელ ივლისს ჩატარდება

Pirveliradio Ge

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით რეფერენდუმი ქვეყანაში პირველ ივლისს ჩატარდება. პუტინმა რუსეთის მოქალაქეებს ხმის მიცემის პროცესში აქტიურობისკენ მოუწოდა და ხაზი გაუსვა, რომ საქმე ეხება კონსტიტუციას, რომელიც „დღეს ქვეყნის ცხოვრების საფუძველია და განსაზღვრავს ძირითად სამართლებრივ გარანტიებს“. „მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ რუსეთის მოქალაქეები საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ხმის მიცემის გზით აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ მთავარი კანონის პარამეტრების განსაზღვრაში“, - განაცხადა პუტინმა. ვლადიმერ პუტინი კონსტიტუციაში მთელი რიგი ცვლილებების შეტანის ინიციატივით მიმდინარე წლის იანვარში გამოვიდა. ცვლილებები უკვე დაამტკიცეს პარლამენტმა და უზენაესმა სასამართლომ, თუმცა მათ ძალაში შესვლამდე საერთო სახალხო კენჭისყრაა საჭირო. პრეზიდენტს რეფერენდუმის თარიღად 22 აპრილი ჰქონდა არჩეული, თუმცა კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაგეგმილი რეფერენდუმი დროებით გადადო. როგორც ცნობილია, ცვლილებები პუტინს ძალაუფლების გახანგრძლივების იურიდიულ საფუძველს უქმნის. http://pirveliradio.ge/?newsid=144619