საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევაა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1385-მდე გაიზარდა. სამთავრობო საიტ stopcov.ge-სა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საიტებზე 21 აგვისტოს, დილით განახლებული მონაცემების მიხედვით, კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 20 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 1128. საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 17 ადამიანი. 21 აგვისტოს დილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 6903 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 278. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში - აფხაზეთში, დე ფაქტო მთავრობას დადასტურებული აქვს კორონავირუსის 224 შემთხვევა, ხოლო ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობას - 89. https://www.radiotavisupleba.ge/a/30795175.html #ახალი_ამბები #twitter