კორონავირუსი თენგიზ ცერცვაძის ცოლსაც დაუდასტურდა
Pirveliradio Ge
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ცოლს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია კლინიკამ გაავრცელა. დღეს, 17 ნოემბერს, დილით ცნობილი გახდა, რომ ინიფიცრებულია თვითონ თენგიზ ცერცვაძეც.
"კორონავირუსი ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის მეუღლეს, ქალბატონ ანა თოფურიასაც დაუდასტურდა. ქალბატონ ანა თოფურიას რაიმე გამოკვეთილი სიმპტომი არ აწუხებს და ისიც სახლში მკურნალობს", - წერია განცხადებაში.