ნუ გვართმევთ მომავალს" - საპროტესტო აქცია ზუგდიდში

Zugdidi Daily

ოპოზიციური პარტიის წევრები და მხარდამჭერები ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქციას მართავენ. საოლქო კომისიამ, რომელიც ახლა შემაჯამებელ სხდომას მართავს, მონაწილეობა მიიღო არჩევნების გაყალბებაში და მათი ნებისმიერი გადაწყვეტილება არალეგიტიმურია, - ამბობენ აქციის მონაწილეენი. მათ ხელში სხვადასხვა შინაარსის პლაკატები უჭირავთ: " ნუ გვართმევთ მომავალს", "ქართული ოცნების შტაბი" და სხვ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. _________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #ახალიამბები #ზუგდიდი #არჩევნები #სამეგრელო #სამართალი #zugdididialy ფოტო: რადიო ათინათი