ენტონი ფაუჩი ახალგაზრდებს აფრთხილებს, რომ კორონა ვირუსის საფრთხე სერიოზულად შეაფასონ

Headline

ენტონი ფაუჩი აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორია. მან ახალგაზრდა ამერიკელებს კორონა ვირუსისა და მისგან გამოწვეული საფრთხეების სერიოზულად შეფასებისაკენ მოუწოდა. ფაუჩის განცხადებით, ახალგაზრდების არასერიოზულმა დამოკიდებულებამ, შესაძლოა, პანდემიის გავრცელემას შეუწყოს ხელი. ახალგაზრდებმა უნდა იგრძნონ სოციალური პასუხისმგებლობა და გაანალიზონ, რომ მათი დაინფიცირება ვირუსის გავრცელებას მნიშვნლოვნად უწყობს ხელს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ახალგაზრდებს ვირუსი ხშირ შემთხვევაში უსიმპტომოდ გადააქვთ. ფაუჩის განცხადებით, ვირუსით დაინფიცირების საშუალო ასაკი ამერიკის შეერთებულ შტატებში 15 წლამდე დაეცა. მისი თქმით, ახალგაზრდები არ იცავენ სოციალური დისტანციის ნორმებს და შესაბამისად, სხვა ასაკობრივ ჯგუფებთან შედარებით, უფრო ხშირად ინფიცირდებიან კორონა ვირუსით. აღსანიშნავია ისიც, რომ ექიმები და ინფექციური დაავადებების სპეციალისტები სულ უფრო და უფრო ხშირად საუბრობენ კოვიდ-19-ისაგან გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ ახალგაზრდა ადამიანებში. კორონა ვირუსის პანდემიის დასაწყისში, მკვლევრები ვარაუდობდნენ, რომ დაავადებას ახალგაზრდები მარტივად გადაიტანდნენ, ხოლო შედარებით ასაკოვანი ადამიანებისათვის, რომლებსაც თანხმლები დაავადებებიც აქვთ, ვირუსი ძალიან სახიფათო იქნებოდა. მიუხეედავად ამისა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ ეს ყოველივე სიმართლეს არ შეესაბამება და ვირუსი ახალგაზრდების ჯანმრთელობასაც საკმაოდ აზიანებს. ენტონი ფაუჩი ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორია 1984 წლიდან. ბოლო დროის განმავლობაში პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მისი განცხადებების მიმართ კრიტიკით გამოირჩევა. მიუხედავად ამისა, ფაუჩი აცხადებს, რომ მის საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს, რადგანაც ამ პრობლემაზე მუშაობა მისთვის უმნიშვნელოვანესია. სტატია თარგმნილია CNBC-ს ოფიციალური საიტიდან. #headline #coronavirus #USA #კორონავირუსი #აშშ #ახალიამბები