ვინ არის ბიჭი, რომელმაც "რკინის კაცის" კოსტიუმი 3D პრინტით შექმნა
Tbilisi Daily
Marvel-ის ფანმა „რკინის კაცის“ კოსტიუმი 3D პრინტერით შექმნა, - ამის შესახებ ინფორმაციას LadBible ავრცელებს.
30 წლის კაიო ბრაზილიაში, სან-პაულოს მახლობლად ცხოვრობს. მის მიერ შექმნილი კოსტიუმი საკმაოდ ლამაზად გამოიყურება და რაც მთავარია მუშაობს კიდეც.
„მე კომიქსების დიდი ფანი ვარ, განსაკუთრებით კი „რკინის კაცი“ მიყვარს“, - განაცხადა მან.
კაიოს თქმით, მას აქამდე არასოდეს უცდია მსგავსი რამ, თუმცა ყოველ ჯერზე, როცა ფილმში ჯავშანს ხედავდა, სურდა მისი მოზომება. სწორედ ამიტომ შეიძინა 3D პრინტერი და ცოტა ხანში ოცნებაც აისრულა.