დაბა მესტიაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
Zugdidi Daily
დაბა მესტიაში მიმდინარეობს ბეთქილის ქუჩის გზის საფარის გრანიტის ქვაფენილით მოწყობის სამუშაოები.
სამუშაოებს ასრულებს ელექტრონულ ტენდერში (NAT20009464) გამარჯვებული კომპანია - შპს „ბ.ლ. გრუპი“.
სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 743 694.77 ლარს, - ვკითხულობთ მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუქ გვერდზე.
ინფორმაციისთვის, დღეს, სამუშაოების მიმდინარეობას და შესრულების ხარისხს ადგილზე გაეცნო მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი.
_________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ახალიამბები
#სვანეთი
#ინფრასტრუქტურა
#zugdididaily