ცვლილებები მაუწყებლის და ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ კანონში

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

საქართველოს მთავარ გამოწვევად, კვლავ რუსული ოკუპაცია რჩება - ეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გასული წლის ანგარიშის მთავარი თემაა. სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, უწყების საქმიანობის შესახებ ინფორმაცია დეპუტატებს სუსის უფროსის მოადგილემ მიაწოდა. ითქვა, რომ ქვეყნის მთავარ გამოწვევად კვლავ ოკუპირებული ტერიტორიების მზარდი მილიტარიზაცია და ქართული მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია რჩება. ალექსანდრე ხოჯევანიშვილის თქმით, გასულ წელს საოკუპაციო ძალებისა და დე ფაქტო რეჟიმების მიერ მიზანმიმართულად ხორციელდებოდა სხვადასხვა ხელოვნური ბარიერის შექმნა. ანგარიშში საუბარია 2019 წელს სუსის მიერ 91 საქმეზე დაწყებულ გამოძიებაზე, რის გამოც ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში 135 პირი მისცეს. ანგარიშში ხაზგასმულია ისიც, რომ 20 ივნისს განვითარებული და მისი თანხმლები მოვლენები ძალიან მტკივნეულად აისახა ქვეყნის უსაფრთხოებაზე.