გორის მერიაში Covid-19 დაფიქსირდა

Gori Daily

გორის მერიის საფინანსო განყოფილების უფროსის მოადგილესა და მის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის გამო, განყოფილების ყველა თანამშრომელი თვითიზოლაციაში იმყოფება.  დაახლოებით 15 თანამშრომელი ტესტის პასუხს ელოდება. გორის მერის თქმით, მიუხედავად დისტანციური მუშაობისა, მერიაში სამსახურის უფროსები მაინც დადიან: ,,კორონავირუსი დაუდასტურდა საფინანსო განყოფილების უფროსს და მის მოადგილეს. თავს კარგად  გრძნობენ, სიმპტომები არ აღენიშნებათ. თანამშრომლები დისტანციურ რეჟიმში მუშაობენ, ხოლო სამსახურის ხელმძღვანელი პირები სამსახურში დადიან" - განაცხადა კოტე თავზარაშვილმა.  თავის მხრივ, კოტე თავზარაშვილი 10 დღის წინ თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, რადგან მას კონტაქტი ერთ-ერთ ინფიცირებულთან ჰქონდა. _________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #ახალიამბები #კორონავირუსი #შიდაქართლი #goridaily წყარო: qartli.ge