ტოპ 5 რავნახო ბათუმში ხავერდოვან სეზონზე / ნაწილი I

Batumi Daily

ბათუმელებმა ვიცით, თუ როდის არის ბათუმში დასვენებისთვის საუკეთესო დრო. ეს არის ხავერდოვანი სეზონი, რომელიც სექტემბერში იწყება და ნოემბრის შუა რიცხვებში სრულდება. გთავაზობთ ტოპ 5 ადგილს, რომელიც ბათუმში შემოდგომას უნდა მოინახულოთ. განსაკუთრებით კი - წელს, როცა ბათუმში კვლავ თბილი და მზიანი ამინდებია. 1. ბათუმის პორტის მიმდებარე ტერიტორია. აღნიშნული ტერიტორია შემოდგომას განსაკუთრებით ლამაზია. იმის პარალელურად, რომ ცის ფერის ზუსტად ამრეკლავი წყალი შეუმჩნევლად ლივლივებს, იქვე დაინახავთ მეთევზეებს, რომლებიც დიდი რუდუნებითა და მოთმილებით ელოდებიან თევზის დაჭერას. ნავთობის ტრანსპორტირების გამო ბათუმი მნიშვნელოვან ეკონომიკურ ჰაბად იქცა. 2. სანაპირო დამეთანხმებით, ძალიან შთამბეჭდავი სანახაობაა ზღვისა და მთების სიახლოვე. ეს არის კონტრასტი, რომელსაც კავკასიონის მთები და შავი ზღვა ქმნიან ბათუმში. ზღვის ტურიზმის განვითარებას აჭარაში სუბტროპიკული კლიმატი, თბილი ზღვა და დაუვიწყარი ხედები ქმნის. სანაპირო ზოლის სიგრძე 21 კილომეტრია. 3. მედეას ქანდაკება ითვლება, რომ აჭარის ტერიტორიაზე ოდესღაც კოლხიდის ცივილიზაცია არსებობდა. ევროპის მოედანზე ნახავთ XIX-XX საუკუნის არქიტექტურის არაერთ მშვენებას, რომელთა შორისაა მედეას ქანდაკებაც, რომელსაც ხელში ოქროს საწმისი უჭირავს. მოოქროვილი ძეგლი 2006 წელს გაიხსნა და საქართველოს ევროპულ სამყაროსთან კავშირის სიმბოლოდ იქცა. 4. ბათუმის ბოტანიკური ბაღი ცენტრიდან 9 კილომეტრში ბათუმის ბოტანიკური ბაღს მიუახლოვდებით, რომელსაც სპეციფიკური და მრავალფეროვანი ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობები ახასიათებს. ბაღის ფლორისტული სიმდიდრე მცენარეთა წარმოშობის მიხედვით 9 ფიტო-გეოგრაფიულ განყოფილებაშია თავმოყრილი. ადგილზე უამრავი განსხვავებული ხედი იშლება, ხან უჩვეულო სახეობის ფლორისა, ხან კი - ლურჯი ზღვისა, რომლის სიმაღლიდან დანახვაც დამთვალიერებელს უფრო მეტ ემოციას აღუძრავს. 5. ნეპტუნის შადრევანი მანერიზმულ სტილში გაკეთებული მონუმენტური შადრევანი, ბათუმის დრამატული თეატრის წინ მდებარეობს. საინტერესოა, რომ შადრევანზე ასახული ნეპტუნის მოოქროვილი ფიგურა მისი ღვთიური ჟესტით, წყლების დამშვიდებისა და მართვის უნარს გამოხატავს. ამ ძეგლის XVI საუკუნის ორიგინალი ნეპტუნის შადრევანი იტალიაში, ქალაქ ბოლონიაში იმავე სახელის მქონე ნეპტუნის მოედანზე დგას. 2011 წელს ბათუმის ცენტრში აღმართული ნეპტუნის ქანდაკება და ჰერალდიკური ფარები მოაოქროვეს. შენიშვნა: ფოტოები ჩვენ არ გვეკუთვნის. საავტორო უფლების დარღვევის შემთხვევაში, მოგვწერეთ და ფოტოს თან დავურთავთ ავტორს. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში #რავნახო #რავნახობათუმში #ხავერდოვანისეზონი