„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბართომეუმ თანამდებობა დატოვა

Tbilisi Daily

ხოსეპ მარია ბართომეუმ ​„ბარსელონას“ პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა. რამდენიმე დღის წინ კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრების კრება გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც ბართომეუმ განაცხადა, რომ წასვლას არ აპირებდა, თუმცა საბოლოოდ ამის გაკეთება მაინც მოუწია. მისი გადადგომის მთავარ მიზეზად გუნდის ბოლოდროინდელი ცუდი შედეგები, მკვეთრად გაუარესებული ფინანსური მდგომარეობა და ლიონელ მესისთან კონფლიქტი სახელდება, რის გამოც არგენტინელი კაპიტანი ზაფხულში წასვლას გეგმავდა.