აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის მრჩეველი და ასისტენტი

Sokhumi Daily

"სახელმწიფოს მეთაურმა" ხელი მოაწერა ე.წ პრეზიდენტის ასისტენტისა და მრჩევლის დანიშვნის შესახებ ბრძანებას. ე.წ პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ვალერი პაპბა ასისტენტად, ხოლო გიორგი პილია თავის მრჩევლად დანიშნა. შესაბამისი დოკუმენტები ქვეყნდება "სახელმწიფოს მეთაურის" ვებსაიტზე. პაპბას დანიშვნის შესახებ განკარგულების ტექსტის თანახმად, იგი დაინიშნა ე.წ პრეზიდენტის ასისტენტად საგარეო ეკონომიკური საკითხებში. #პოლიტიკა #აფხაზეთი #სოხუმი #sokhumidaily