ვუჰანში Covid 19-ით ინფიცირებული ოფიციალურზე 10-ჯერ მეტი იყო
Tbilisi Daily
ჩინეთის ქალაქ ვუჰანში, საიდანაც, მეცნიერების აზრით, კორონავირუსი მთელ მსოფლიოში გავრცელდა, Covid19-ით ინფიცირებულთა რეალური რაოდენობა ოფიციალურზე 10-ჯერ მეტი იყო. ამის შესახებ საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაშია საუბარი, ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ამ კვლევის მიხედვით, ვუჰანის მოსახლეობის 5% კორონავირუსით იყო ინფიცირებული, რაც 11 მილიონიან ქალაქში დაახლოებით 500 ათასს შეადგენს.
სპეციალისტების კვლევის მიხედვით, ვ
უჰანის ფარგლებს გარეთ, ჰუბეის პროვინციაში ანტისხეულების გამოკვლეულთა 0,44%-ს დაუდგინდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ უჰანში გამოცხადებულმა კარანტინმა მის ფარგლებს გარეთ ვირუსის მასშტაბური გავრცელება შეაჩერა.