ახალი შეზღუდვები ოკუპირებულ აფხაზეთში
Sokhumi Daily
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ 13 ოქტომბერს ხელი მოაწერა ბრძანებას "კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ახალი შეზღუდვების შემოღების" შესახებ.
დოკუმენტის თანახმად, 15 ოქტომბრიდან 24 ნოემბრის ჩათვლით, ოკუპირებულ აფხაზეთში შეიზღუდება საგანმანათლებლო დაწესებულებების, თეატრების, მუზეუმების, ბიბლიოთეკების, კულტურის სახლებისა და საკონცერტო დარბაზების ფუნქციონირება. აღნიშნულ პერიოდში იზღუდება მასობრივი სპორტული, გასართობი და საგამოფენო ღონისძიებებიც. ბრძანების თანახმად აგრეთვე იკრძალება სპა ცენტრების ფუნქციონირებაც.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა