COVID19-ის ვაქცინების შესაძენად, მსოფლიო ბანკი განვითარებადი ქვეყნებისთვის $12 მილიარდს გამოყოფს

Tbilisi Daily

მსოფლიო ბანკი განვითარებადი ქვეყნებისთვის $12 მილიარდს გამოყოფს, თანხა COVID19-ის ვაქცინების შეძენას და ინფიცირებულების მკურნალობაზე დაიხარჯება მსოფლიო ბანკის აღმასრულებელმა საბჭომ განვითარებადი ქვეყნებისთვის $12 მილიარდი - ახალი დაფინანსება დაამტკიცა, - ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიო ბანკი ავრცელებს. მსოფლიო ბანკის ცნობით, ამ თანხით ქვეყნები თავიანთი მოქალაქეებისთვის COVID19-ის ვაქცინების შეძენასა და განაწილებას, ტესტირებას და მკურნალობას დააფინანსებენ. დაფინანსების გეგმა, $160 მილიარდის ნაწილია, რომლის გამოყოფასაც მსოფლიო ბანკი, კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარების მიზნით, განვითარებადი ქვეყნებისთვის 2021 წლის ივნისის ჩათვლით გეგმავს.