ეს იყო დივერსიული აქტი - კობახიძე ბათუმში ნაც. მოძრაობის აქციაზე
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
''ქართული ოცნების'' აღმასრულებელი მდივნის განცხადებით, ბათუმში გამართული ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' აქცია დივერსიული აქტი იყო. ირაკლი კობახიძის თქმით, მიზანი ვირუსის გავრცელება იყო.მისივე განმარტებით, ოპოზიცია მსგავს ქმედებებს სხვა რეგიონებშიც აგრძელებს.
''ბათუმში რაც მოხდა ამას თავისუფლად შეიძლება ეწოდოს დივერსიული აქტი, მითუმეტესუკვე შედეგები არის სახეზე. ეს არ იყო უბრალოდ უპასუხისმგებლო პოლიტიკური პარტიის ქმედება, ესიყო შეგნებული დივერსიული აქტი. მიზანი იყო პანდემიის გავრცელება და მათ იმედია აქვთ მათივე გავრცელებული პანდემია რაღაცნაირად აისახება არჩვენების შედეგებზე, თუმცა კვლელები აჩვენებს იმას, რომ დივერსანტების წინააღმდეგ მცირდება მხარდამჭერთა რაოდენობადა არაიმათ მიმართ ვინ კოვიდის წინააღმდეგ იბრძვის.
მათი ასეთი დივერსიულიააქტი ვერ გამოიღებს შედეგს. სამწუხაროა, რომრაც მოხდა ბათუმში გრძელდება სხვა რეგიონებში, რაც მიანიშნებს ამ ადამიანებისთვის ე.წ. პოლიტიკოსებისთვის არაფერს ნიშნავს ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ამით იყო ნაციონალური მოძრაობა გამორჩეული 9 წლიანი მმართველობის პერიოდში'' - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.