დაკავებულია სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომელი

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

დაკავებულია საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომელი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში მხოლოდ ის წერია, რომ “გენერალურმა ინსპექციამ, თბილისის პროკურატურასთან ერთად, სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილითა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომელი დააკავა“ და მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას ეხება, ხოლო 151-ე მუქარას.     https://www.radiotavisupleba.ge/a/30758512.html #ახალი_ამბები #twitter