თბილისში კორონავირუსის 300-ზე ნაკლები შემთხვევა გამოვლინდა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 688 ახალი შემთხვევიდან ნახევარზე ნაკლები თბილისიდანაა. ქვეყანაში სულ 15 792 ტესტი ჩატარდა, დადებითობის მაჩვენებელი 4,36 პროცენტია. რეგიონების მიხედვით ინფიცირების მაჩვენებელი ასე ნაწილდება: თბილისი - 295,  აჭარა - 23,  იმერეთი - 126,  ქვემო ქართლი - 31,  შიდა ქართლი - 45,  გურია - 32,  სამეგრელო-ზემო სვანეთი - 69, კახეთი - 50,  მცხეთა-მთიანეთი - 7,  სამცხე-ჯავახეთი - 7,  რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3. საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 13 პაციენტი. ამავე პერიოდში 788-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. 2020 წლის თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 259 897 შემთხვევა. მათგან 251 077 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3 221 ადამიანი. https://www.radiotavisupleba.ge/a/31083540.html #ახალი_ამბები #twitter #covid19_-_ახალი_ამბები