პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა „ტოიოტა ქამრიში“ მყოფი ხუთი პირის მიმართ დაიწყო
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 5 პირის მიმართ დაიწყო გამოძიება. მათ 13 დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
გარდა ამისა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ამავე ძალადობაში მონაწილეობისათვის, ასევე თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით დაკავებულია 12 პირი. მათ მიმართ წარდგენილი ბრალდება ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 დან 10 წლამდე.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით უტყუარად დგინდება, რომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის დროს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა 'ტოიტა ქამრის' მარკის ავტომანქანა და დანაშაულის ჩადენაში მისი მგზავრები მონაწილეობდნენ.