ეპიდვითრება სამეგრელოში-ზემო სვანეთში - დღის მონაცემები

Zugdidi Daily

დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფექციის 1 852 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. დღე-ღამის განმავლობაში სამეგრელოსა და ზემო სვანეთში, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 351 ნიმუშიდან 114-ზე დადებითი პასუხია. ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 83 პირი. საკარანტინო სივრცეში 12 ადამიანი იმყოფება. ბოლო მონაცემებით საქართველოში: კორონავირუსით ინფიცირებულია - 42579 გამოჯანმრთელებულია - 26800 მათ შორის გარდაცვლილია - 342 კარანტინის რეჟიმში რჩება - 2977 კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 2236 სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4293, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #კორონავირუსი #ახალიამბები #სამეგრელო #zugdididaily