თამარ ჟვანიას კომისიის წევრებმა შეაწყვეტინეს არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადება

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ცესკო-ს თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადება შეაწყვეტინეს მისმა კოლეგებმა. ბრიფინგზე შეძახილით ჯერ გამოჩნდა ცესკო-ს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" დავით კირთაძე, რომლის გაყვანაც დაცვამ სცადა. „ეს შედეგები არის „ქართული ოცნების" შტაბში დაწერილი. ეს არ ასახავს ამომრჩევლის რეალობას. აქამდე შეგნებულად არ აჩენდნენ ოქმებს", - ამ სიტყვებით მიმართავდა ჟვანიას კირთაძე. ცესკო-ს წევრმა „ევროპული საქართველოდან დავით გურგენიძემ, ასევე გააპროტესტა არჩევნების წინასწარი შედეგები. ცესკოს პირველი წინასწარი მონაცემები ასეთია: „ქართული ოცნება“ - 54,72 %; „ნაციონალური მოძრაობა" - „ძალა ერთობაშია“ - 23,61 % „გირჩი“ – 1,91 % „ევროპული საქართველო“ – 3,99% „ლელო“ – 2,66%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 2,46 %; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,34%; „ლეიბორისტული პარტია“ – 0,92%; „მოქალაქეები“ – 0,93%; „ერთიანი საქართველო“ - 0,73%. https://www.radiotavisupleba.ge/a/30923259.html #ახალი_ამბები #twitter