ავღანეთში ტერაქტს 13 ადამიანი ემსხვერპლა
Tbilisi Daily
ავღანეთის ჩრდილოეთით, სარი-პულის პროვინციაში ტერაქტს მსხვერპლი მოჰყვა. დაიღუპა 13 ადამიანი, მათ შორის 10 სამხედრო და 3 მშვიდობიანი მოქალაქეა. დაჭრილია 3 სამხედრო.
ტერორისტებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა სუზმა-ყალას რაიონში, სამხედრო ავტომობილების გზაზე დაამონტაჟეს.
ხელისუფლება ვარაუდობს, რომ აფეთქების უკან "თალიბები" დგანან. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია.