სომხეთში 18-დან 55 წლამდე ასაკის მამაკაცების ქვეყნიდან გასვლა შეიზღუდება

Pirveliradio Ge

სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამობილიზაციო რეზერვში მყოფი 18-დან 55 წლამდე ასაკის მამაკაცების ქვეყნიდან გასვლა შეიზღუდება. „სომხეთში 18-დან 55 წლამდე ასაკის მამაკაცები ქვეყნის დატოვებას მხოლოდ სამხედრო კომისარიატების წერილობითი ნებართვის საფუძველზე შეძლებენ“, - ნათქვამია სომხეთის მთავრობის დადგენილებაში. 27 სექტემბერს სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა.სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართლებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო.