კოტე ანანიაშვილმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტი დატოვა
Tbilisi Daily
კოტე ანანიაშვილმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია, რომელიც გამოცემა "ბათუმელებმა" გაავრცელა, შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს.
კოტე ანანიაშვილი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად 2018 წლის აგვისტოდან მუშაობდა, მანამდე კი, ის შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას იკავებდა.
გამოცემა წერს, რომ კოტე ანანიაშვილმა მათ არ უთხრა, რის გამო გაათავისუფლეს ან კონკრეტულად რა პოზიციაზე გააგრძელებს საქმიანობას. ამ ეტაპზე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დანიშნული არ არის. მოვალეობას სავარაუდოდ კოტე ანანიაშვილის მოადგილე, ირაკლი ჭედიშვილი ასრულებს.
"ფორმულას" ცნობით, სწორედ კოტე ანანიაშვილი იქნება პირი, ვინც თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსს, ვაჟა სირაძეს შეცვლის. სირაძე კი, საქმიანობას ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელის პოსტზე გააგრძელებს.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს.
#GeorgiaDaily #საქართველო #ახალიამბები