ბადრი ფიფიას ცოლი, ქმრის ბრალდებას უარყოფს.
Zugdidi Daily
გუშინ სპეცოპარაციის შედეგად ზუგდიდში ბადრი ფიფია საცხოვრებელ სახლთან დააკავეს. დაკავებული ბადრი ფიფიას მეუღლე მაკა კოდუა დარწმუნებულია, რომ მას იარაღი და ნარკოტიკული საშუალებები ჩაუდეს.
"სულ რამდენიმე წუთით გავიდა სახლიდან, არანაირი იარაღი და ნარკოტიკული საშუალებები მას არ ჰქონია. ყველაფერი ძალიან გაურკვეველია. როცა პოლიცია სახლში შემოვიდა, ვერც ვერაფერი ნახეს, თან მეუბნებოდნენ რომ არაფერი არ არის. არც ის უთქვამთ ვინ იყვნენ. ბადრიმ ადვოკატს უთხრა, რომ იარაღი და ნარკოტიკი ჩაუდეს. რამდენიმე თვეა ერთად ვართ და ჩემი შემოსავლით ვცხოვრობთ, გაუგებარია მისი დაკავების მიზეზი, ვინ დგას ამის უკან და სად ვეძებო სამართალი არ ვიცი, მაგრამ არ გავჩერდები, სანამ არ დავამტკიცებ სიმართლეს და იმედი მაქვს რომ ამ ხელისუფლების პირობებში სამართალს ვიპოვი."
მაკა კოდუა ამბობს, რომ ის 2008 წლიდან სამართლიანობის აღდგენისთვის და დაცვისთვის იბრძვის და დათმობას არც ახლა აპირებს.
მაკა კოდუა ამასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს :
“მე 2008 წლიდან ვიბრძოდი სამართლიანობის აღდგენისთვის და მეგონა, რომ ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობდი უკვე. მიუხედავად ყველაფრისა, მე მაქვს იმედი დღევანდელი ხელისუფლების, რომ ყველაფერი გაირკვევა და “ჩადებების” დრო ამ ქვეყანაში დასრულდა. წინააღმდეგ შემთხვევაში არ ვაპირებ გაჩერებას და ისევ ვიბრძოლებ სამართლიანობისთვის.”
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე, მეოთხე ნაწილებით და 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილით, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და განსაკუთრებულად დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
#ზუგდიდი #სპეცოპერაცია #ნარკოტიკულისაშუალებები #პოლიცია #zugdididaily
_____________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com