თავდასხმა თუ თავდაცვა - რა მოხდა 27 ივნისს ბათუმში?

Tbilisi Daily

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ბეგლარ ხოზრევანიძის ოჯახი და ახლობლები ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან აქციას მართავენ. ბეგლარ ხოზრევანიძე 27 ივნისს დააკავეს. ბრალდებულის ადვოკატის თქმით, პოლიციელმა გია გოგოლაძემ თავად სცემა დაკავებული და ამის დამადასტურები ვიდეოკადრებიც არსებობს. ფაქტს შეესწრო დაკავებულის ოჯახი. მათ შორის დედა. ნადიკო ხოზრევანიძე ამტკიცებს, რომ პოლიციელი აგრესიით გამოირჩეოდა. "დაპირისპირების მიზეზი გახდა, ის რომ წარსულში ადმინისტრაციული ჯარიმა ამ პოლიციელმა ამოუწერა. იმ დღეს შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს. ბეგლარი იყო ლომბარდში შესული, ლომბარდთან შეხვდნენ ერთმანეთს და უთხრა - რატომ გამწირეო. სიტყიერი დაპირისპირების შემდეგ ჩემი შვილი მანქანაში ჩაჯდა, ვაპირებდით წასვლას. ამ დროს მოვიდა პოლიციელი, გადაუდგა წინ და უთხრა მანქანა არ დაძრაო. ის იგინებოდა ჩემი შვილის მისამართით და მან დაარტყა პირველად. იყო ფიზიკური დაპირისპირება, ხალხმა გააშველა. წავედით სახლში, სადაც მალევე მოვიდა პოლიცია და ბეგლარი დააკავეს. ვითხოვთ სამართლიანობას, უკანონოდ დაკავებული შვილის გათავისუფლებას. ასევე, პოლიელმა კანონის ფარგლებში უნდა აგოს პასუხი,"- ამბობს ნადიკო ხოზრევანიძე. ბეგლარ ხოზრევანიძის სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთში დაიწყება. ოჯახი დაკავებულის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას ითხოვს. დღეს სასამართლომ მტიცებულებების დასაშვებობაზე უნდა იმსჯელოს. #ახალიამბები