ლევან თოფაძე საავადმყოფოდან გაწერეს

Pirveliradio Ge

რამდენიმე დღიანი მკურნალობის შემდეგ ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკიდან ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე გაწერეს. ადვოკატის, გიორგი ანთაძის თქმით, გამომძიებლებს ლევან თოფაძე ჯერ არ გამოუკითხავთ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა საკმარის საშუალებას, საფუძველს, რომ ის გამოკითხულ იქნებს მოწმის სახით. სამართლებრივად ეს შესაძლებელია წინასასამართლო სხდომამდე ბრალდების მხარე უკვე საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე მივა ბრალდების საბოლოო სახით ფორმულირებამდე, შეიძლება უფრო მსუბუქი მუხლი იყოს, ან იგივე, ან პირიქით უფრო მძიმე, - თქვა გიორგი ანთაძემ. შეგახსენებთ, ბიზნესმენის შვილიშვილი ლევან თოფაძე, პრემიერმინისტრ ზურაბ ჟვანიას შვილმა, ბუსა ჟვანიამ, თოფაძეების სახლში ცივი იარაღით დაჭრა.