ბათუმის ცხელების კლინიკებში საეჭვო სიმპტომებით 14 პირია მოთავსებული
Tbilisi Daily
ბათუმის ცხელების კლინიკებში საეჭვო სიმპტომებით 14
პირია მოთავსებული.
მათი კვლევის პასუხი დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
ამ დროისთვის აჭარაში ორი კოვიდინფიცირებული რჩება. რეგიონში უკვე მე-18 დღეა კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
პირველი შემთხვევა აჭარაში 14 მარტს გამოვლინდა. მას შემდეგ, ვირუსი დაამარცხა 67-მა პაციენტმა, გარდაიცვალა 2. ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PSR ტესტი ჩაუტარდა 9384 პირს. დღეს არსებული მონაცემებით კი კარანტინში 1142 პირი იმყოფება.
#news#კორონავირუსი#აჭარა#ბათუმის ცხელების ცენტრი#Tbilisidaily#newsdaily