ოთხი ადამიანი ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევას ცენტრალურ მაგისტრალზე
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ავტოსაგზაო შემთხვევას ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია ოთხი ადამიანი.
ხუთი დაშავებული კლინიკებში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობაც მძიმეა.
დასავლეთისკენ მიმავალ მიკროავტობუსს სატვირთო ავტომობილი უკნიდან შეეჯახა. დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ ადამიანები ფანჯრებიდან გადმოცვივდნენ.
ავტოავარიის ადგილზე ამჟამად პოლიცია მუშაობს.
წინასწარი ინფორმაციით, მიკროავტობუსი თბილისიდან დასავლეთ საქართველოში მიდიოდა, მგზავრები კი თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე იმყოფებოდნენ.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30919934.html
#ახალი_ამბები
#twitter