ჩაერთე Feedc - ის გამოწვევაში და მიიღე 3000 ლარიანი გრანტი

Batumi Daily

პირველი საგრანტო პროექტის წარმატებით დასრულების შემდეგ, Feedc გიბრუნდებათ ახალი გამოწვევით! Feedc - ის მიზანია, ყველას ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა ხმა მიაწვდინოს ადგილობრივ საზოგადოებას და გახდეს მოქალაქე ჟურნალისტი. ,,მოქალაქე ჟურნალისტი“ - ასე ეწოდებათ რიგით ადამიანებს, რომლებიც უშუალოდ ჩართულნი არიან მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გაშუქებაში. მოქალაქე ჟურნალისტი არის ყველა, ვინც თვითონ იღებს ინიციატივას ამბის ასახვასა და გადმოცემაში. საკმარისია ერთი სურათი, ვიდეო ან პოსტი, იმისათვის, რომ ნებისმიერმა ადამიანმა ხმა მიაწვდინოს და გავლენა იქონიოს საზოგადოებაზე. სწორედ ამიტომ, Feedc-მა შეიმუშავა 30 დღიანი გამოწვევა, რა დროის მანძილზეც მონაწილეებმა აქტიურად უნდა დაპოსტონ და გააშუქონ მათთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხები. ამ საკითხებში მოიაზრება ყველა თემა, რაც მონაწილესთვის რელევანტურია - ნებისმიერი სოციალური, კულტურული, მეცნიერული, პოლიტიკური თუ ცხოვრებისეული სიახლე, პრობლემა თუ საკითხი.. როგორ გახდეთ მონაწილე? იმისთვის, რომ გახდეთ მონაწილე, საჭიროა გააზიაროთ Feedc-ს Facebook პოსტი გამოწვევის შესახებ, ჩამოტვირთოთ Feedc-ს აპლიკაცია და შექმნათ პროფილი ელ. ფოსტით. პროგრამაში ჩასართავად აუცილებელია თითოეული ამ ნაბიჯის გავლა. დაპოსტვის ფორმატი პოსტის ფორმატში მონაწილეები შეზღუდულნი არ არიან. პოსტები შეიძლება იყოს ნებისმიერი სახის - სტატია, მოკლე მესიჯი, სიუჟეტი, ა.შ. პოსტის ბოლოს აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ჰეშთეგი #გააჟღერე , და მონიშნული Feedc-ის ოფიციალური გვერდი (@Feedc). პოსტი უნდა იყოს ატვირთული Feedc-ის პლატფორმაზე. გამოწვევის ხანგრძლივობა გამოწვევა გაგრძელდება 16 აგვისტოდან 14 სექტემბრის ჩათვლით. 16 სექტემბერს გამოვლინდება 3 მოქალაქე ჟურნალისტი, რომელიც ყველაზე დიდ გავლენას მოახდენს ადგილობრივ საზოგადოებაზე. ამაში იგულისხმება ინფორმაციის ისეთი სახით მიწოდება, რაც დააინტერესებს და აალაპარაკებს საზოგადოებას. ხმების დათვლის პრინციპი დღიურად პოსტების გამოქვეყნების რაოდენობა არ არის ლიმიტირებული, თუმცა გამარჯვებულის გამოვლენისას ჩაითვლება თითოეული დღის ყველაზე მაღალი გამოხმაურების მქონე პოსტები. გამარჯვებულების გამოვლენა მოხდება შემდეგი პრინციპით - 30 დღის მანძილზე ყოველი დღის ყველაზე მაღალ გამოხმაურებადი პოსტების უნიკალური მოწონებების, უნიკალური კომენტარებისა და უნიკალური ნახვების ჯამური რაოდენობით. პრიზები მესამე ადგილზე გასული მონაწილე მიიღებს 1000 ლარიან გრანტს, მეორე ადგილზე მყოფი მონაწილე მიიღებს 2000 ლარიან გრანტს, ხოლო პირველ ადგილზე გასული მონაწილე მიიღებს 3000 ლარს. უფრო მეტი დეტალისა და წესებისთვის იხილით პოსტი : https://feedc.com/post/262280 #feedc