ლიბანის მთავრობამ გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო ბოლო დღეების საპროტესტო გამოსვლების პასუხად

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ლიბანის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა. პრემიერ-მინისტრი, ჰასან დიაბი, ქვეყნის პრეზიდენტს წარუდგენს გადადგომის თხოვნას ყველა მინისტრის სახელით, - ამის შესახებ ცნობა სააგენტო „ასოშიეტიდ პრესმა“ გაავრცელა ლიბანის ჯანდაცვის მინისტრ, ხამად ხასანზე დაყრდნობით. ლიბანში მასობრივი ანტისამთავრობო გამოსვლები მოჰყვა 4 აგვისტოს ბეირუთის პორტში მომხდარ მძლავრ აფთქებას, რამაც 160 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაშავდა 6 ათასი ადამიანი, დაინგრა და განადგურდა მრავალი შენობა. მთავრობის საქმიანობით უკმაყოფილო მასობრივი აქციები გადაიზრდა დაპირისპირებაში დემონსტრანტებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის. 4 აგვისტოს მომხდარი აფეთქება მოჰყვა ხანძარს, რომელიც მოედო საწყობს, სადაც უსაფრთხოების ზომების დარღვევით ინახებოდა 2750 ტონა ამონიუმის ნიტრატი. ლიბანელთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ კატასტროფის მიზეზია ხელისუფლების დაუდევრობა და კორუმპირებულობა. https://www.radiotavisupleba.ge/a/30776408.html #ახალი_ამბები #twitter