მეწყერში მოყოლილი ოჯახიდან ერთადერთ გადარჩენილ გოგონას ბინა აჩუქეს

Batumi Daily

2020 წლის 1 ოქტომბრის ღამეს, ხელვაჩაურში, სოფელ ჯოჭოში ჩამოწოლილმა მეწყერმა თედორაძეების სახლი მოიყოლა. საცხოვრებელ სახლში სამი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, 14 წლის ბიჭი. დღეს 28 ნოემბერს, ბათუმში საცხოვრებელი ბინა გადასცეს მეექვსეკლასელ გოგოს, ვისი ოჯახის წევრებიც სტიქიის შედეგად დაიღუპნენ. გოგონა სტიქიის დროს შუახევში ნათესავთან იმყოფებოდა. აჭარის მთავრობის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, გოგონას დამატებით ბინის რემონტისა და კეთილმოწყობისთვის გადაეცემა ფინანსური დახმარება. შეფახსენებთ, რომ მეწყრის შედეგად 40 0000 ტონა მიწის მასის ქვეშ აღმოჩნდა საცხოვრებელი სახლი. თედორაძეების ოჯახის სამი წევრის გარდა, ტრაგედიამ ორი პირის სიცოცხლე იმსხვერპლა, რომლებიც მეწყერში მოყოლილ მანქანაში ისხდნენ. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში