ბოლნისის 2 სოფელში პატარა იტალიაა
Tbilisi Daily
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში ვითარება ძალიან რთულია, ვიტყოდი, რომ თუ გადავიანგარიშებთ მოსახლეობაზე, პრაქტიკულად იქ იტალია ხდება, აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე.
„ტესტირების მაჩვენებლებიც ამ რეგიონში არ ჩამოუვარდება გერმანიის მაჩვენებლებს. მსჯელობა იყო იმაზე, როგორ, რა გზებით, რა საშუალებებით მოხერხდეს მოხერხდეს სიტუაციის კონტროლი, მით უმეტეს, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, ამ ორ სოფელში, სადაც პრინციპში ყველაზე დიდი პრობლემაა“, - აღნიშნა იმნაძემ.
#news
#კორონავირუსი
#ინფიცირებული
Bolnisi
#პაატაიმნაძე