ვინ იღებს პასუხისმგებლობას კორონავირუსის ვაქცინის გამოყენების შედეგად გამოწვეულ შესაძლო ზიანზე?
Tbilisi Daily
ამერიკული ფარმაცევტული კორპორაცია Pfizer-ის განცხადებით, კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილმა მისმა ვაქცინამ წარმატებით გაიარა კლინიკური ცდების ბოლო, მე-3 ფაზა და დამტკიცდა, რომ ის 90 პროცენტით ეფექტიანია COVID-19-ის პრევენციაში.
ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის ხელმძღვანელი 58 წლის ალბერტ ბურლა ელოდება რომ Pfizer-ისა და BioNTech-ის ერთობლივი ძალებით შექმნილ ვაქცინაზე მოთხოვნა იმაზე მეტი იქნება, ვიდრე თავდაპირველად მის წარმოებას შეძლებენ. მისივე თქმით, კომპანია 2021 წლის განმავლობაში 1.3 მილიარდი დოზის დამზადებას გეგმავს.
მოგეხსენებათ, სრულიად ახალი ტიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის წელიწადზე ნაკლებ დროში შექმნა რაღაც ისეთია, რისი მომსწრეც აქამდე არასოდეს ვყოფილვართ, რადგან ვაქცინაზე მუშაობა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია და აქამდე, პროცესს წლები სჭირდებოდა. თუმცა, ვფიქრობ, ვაქცინაზე მუშაობის დასრულება და ამ ვაქცინით დიდი რაოდენობით ადამიანის აცრა ორი სხვადასხვა რამეა.
აღნიშნული ვაქცინა პირველად, 8 დეკემბერს, დიდმა ბრიტანეთმა დაამტკიცა, მას მოყვნენ აშშ, კანადა და ევროკავშირის ქვეყნები. ვაქცინაციის პროცესი თითოეულ ქვეყანაში უკვე დაწყებულია.
როგორც იცით, ჯანმოს მიერ ვაქცინის დამტკიცება ნიშნავს იმას, რომ იმ ქვეყნებს, რომელთაც არ ჰყავთ თავიანთი მარეგულირებელი ორგანოები ან ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესამოწმებლად არ აქვთ შესაბამისი საშუალებები, შეუძლიათ ვაქცინაციის პროცესი დაიწყონ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილებით, UNICEF-სა და ჯანდაცვის პანამერიკულ ორგანიზაციას შეუძლიათ შეიძინონ და გაავრცელონ ვაქცინა იმ ქვეყნებში, რომელთაც ამის საშუალება არ აქვთ.
ჯანმოს გენერალური მდივნის თანაშემწის, მარიანგელა სიამოს თქმით, ეს ძალიან პოზიტიური ნაბიჯია COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაზე გლობალური ხელმისაწვდომობისთვის.
ვაქცინის მოლოდინშია საქართველოც. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, კოვაქს პლატფორმის ფარგლებში საქართველოს უკვე შეკვეთილი აქვს 700 ათასი ადამიანისთვის საჭირო 1,4 მილიონი დოზა. მისივე თქმით, საქართველოში სწორედ ის ვაქცინა ჩამოვა, რომელიც ჯანმოს მიერ იქნება დამტკიცებული და ასეთი შეიძლება არაერთი იყოს. ამასთან, გამყრელიძემ არაერთხელ განაცხადა, რომ ვაქცინის მისაღებად პირდაპირ მოლაპარაკებებსაც აწარმოებდნენ.
შეგახსენებთ, რომ დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ლადო კახაძე განაცხადა, რომ თანახმაა ქვეყანაში შემოტანილი კორონავირუსის პირველი ვაქცინა თავად გაიკეთოს.
დეპუტატმა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, ვაქცინაციის მიმართ საზოგადოების ნდობაზე ისაუბრა. იგი განმარტავს, რომ აცრა არის პრევენციული მეთოდი ინფიცირების თავიდან ასაცილებლად.
ინფორმაციისთვის, დღეს, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსის ვაქცინის გამოყენების შედეგად გამოწვეულ შესაძლო ზიანზე პასუხისმგებლობას სახელმწიფო აიღებს. გამონაკლისია ის შემთხვევები, როცა ზიანი გამოწვეული იქნება სამედიცინო პერსონალის, სამედიცინო დაწესებულების იმპორტიორის, ან მწარმოებლის შეცდომით.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე,სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს.
#ახალიაბები #ვაქცინა #საქართველო #კომენტარი #GeorgiaDaily