ბელარუსის ხელისუფლებამ დაიწყო დაკავებულთა გათავისუფლება

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ბელარუსის შსს-მ დაიწყო საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლება მინსკის და მის მახლობლად მდებარე ქალაქ ჟოდინოს იზოლატორებიდან. ამის შესახებ რადიო თავისუფლების ბელარუსიული სამსახური იუწყება. იზოლატორებიდან გათავისუფლებულები, რომელთა შორის მრავლად არიან ქალები, ჟურნალისტებს უამბობენ, ცემის, არაადამიანური მოპყრობის, აბუჩად აგდების და მუქარის შესახებ.   მინსკის ოკრესტინის ქუჩაზე მდებარე იზოლატორში იმყოფებოდა ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ბარსუკოვი. იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ მან განაცხადა, რომ არანაირი აბუჩად აგდება არ ყოფილა.   ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები 9 აგვისტოდან დაიწყო. დემონსტრანტების დარბევისას ათეულობით ადამიანი დაშავდა. დადასტურებულია სულ მცირე ორის გარდაცვალება. სამ დღეში ბელარუსის მილიციამ და "ომონმა" 6 ათასზე მეტი ადამიანი დააკავა. https://www.radiotavisupleba.ge/a/30783061.html #ახალი_ამბები #twitter