აშშ-ის მთავრობამ საქართველოს დასახმარებლად დამატებითი 600 000 დოლარი გამოყო

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141838 ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ საქართველოს დასახმარებლად დამატებითი 600 000 დოლარი გამოყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფეისბუქგვერდზეა განთავსებული. საელჩო განმარტავს, რომ აღნიშნული თანხა COVID-19-ის საპასუხო გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას მოხმარდება. „ამერიკის მთავრობამ საქართველოს დასახმარებლად დამატებითი 600 000 დოლარი გამოყო. ეს თანხა COVID-19-ის საპასუხო გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას მოხმარდება. COVID-19-ის გავრცელების შესაჩერებლად და ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ მყოფთა დასახმარებლად ამერიკის მთავრობამ USAID/Georgia-ის მეშვეობით მთლიანობაში 1.7 მილიონი დოლარი გამოყო“, – აცხადებს საელჩო.