კორონავირუსის გავრცელების გამო სამეგრელოში 4 სკოლა დაიხურა
Zugdidi Daily
სკოლის მოსწავლეებში კორონავირუსის გავრცელების გამო დახურულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამი და ხობის მუნიციპალიტეტის ერთი სკოლა. ასევე შეზღუდვებით მუშაობს ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლა. აქ ორი კლასი დისტანციურ სწავლებაზეა გადასული.
როგორც ცნობილია, დახურულია ზუგდიდის სოფელ რუხის, ინგირის, და ცაიშის, ხოლო ხობში სოფელ ქარიატას საჯარო სკოლაც. მოზარდები სწავლებას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობენ.
შეგახსენებთ, რომ მოსწავლეების ინფიცირების შემთხვევა ზუგდიდში 28 სექტემბერს გამოვლინდა. 14 მათგანს, რომლებიც სოფლებში სხვადასხვა სკოლებში სწავლობდნენ, ინფექცია ზუგდიდელი რეპეტიტორისგან გადაედოთ.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#კორონავირუსი #სკოლა #სამეგრელო #ზუგდიდი #zugdididaily