საქართველოში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევაა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1085-მდე გაიზარდა.
სამთავრობო საიტ stopcov.ge-სა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ფეისბუკზე გამოქვეყნებული განახლებული მონაცემებით, კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 4 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 911.
საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 16 ადამიანი.
23 ივლისის დილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 5724 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 247
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათგან 38 ავღანეთში ნატოს სამშვიდობო მისიაში მონაწილე სამხედროა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30742752.html
#ახალი_ამბები
#twitter