აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო თვითიზოლაციაშია
Tbilisi Daily
კოვიდინფიცირებულ პირთან კონტაქტის გამო ამერიკის სახელმწიფო მდივანი თვითიზოლაციაში გადავიდა. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. უწყებაში აღნიშნავენ, რომ მაიკ პომპეომ კორონავირუსზე ტესტი უკვე ჩააბარა და პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა, თუმცა ექიმების რეკომენდაციით ის კარანტინში გადავიდა.