ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთმა კორონავირუსის ვაქცინა შექმნა

Tbilisi Daily

ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ახალი კორონავირუსის ვაქცინა შექმნა, - ამის შესახებ Reuters-ი წერს. სააგენტო წერს, რომ ვაქცინას ჯერ საბოლოო შემოწმება არ გაუვლია, თუმცა, მის მასობრივ წარმოებაში ჩაშვებას წლის ბოლოს გეგმავენ. Reuters-ის წყაროს ინფორმაციით, მომდევნო კვირების განმავლობაში, იმ ექიმებს, რომლებიც კოვიდინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ, შესთავაზებენ, როგორც მოხალისეები, ჩაერთონ კვლევის ბოლო ფაზაში და თავადაც გაიკეთონ შექმნილი ვაქცინა. რუსეთის საინვენსტიციო ფონდის მეთაური, კირილ დიმიტრიევი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ ვაქცინის შექმნა ისეთივე დიდებული მოვლენაა, როგორც 1957 წელს პირველი თანამგზავრის, „სპუტნიკ–1“-ის გაშვება კოსმოსში. მისივე განცხადებით, ვაქცინა მსოფლიო ბაზარზე „სპიტნიკ - V“ -ის სახელით გამოჩნდება. დიმიტრიევის თქმით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ერთი მილიარდი დოზის გადაცემაზე თხოვნა უკვე მიიღეს. რამდენიმე დღის წინ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ რუსეთს მოუწოდა, უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინის წარმოებისთვის, არსებულ პროტოკოლს მიჰყვეს. ეს მას შემდეგ, რაც მოსკოვმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის სწრაფი წარმოება დააანონსა.