,,დიახ,ნამდვილად კორონამ იმსხვერპლა,სხვა არაფერმა!"

Kutaisi Daily

დღეს ქუთაისში კორონავირუსით 95 წლის კაცი გარდაიცვალა. გარდაცვალება კლინიკა “ბომონდში” დაფიქსირდა. კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტი კლინიკაში შეყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა, ექიმებმა მისი გასინჯვა ვერ მოასწრეს. არსებული ინფორმაციით, პაციენტი ქუთაისის საეკლესიო კლინიკაში მკურნალობდა, მას თანმდევი დაავადებები ქონდა და მდგომარეობა დამძიმდა, ახალ კლინიკაში მიყვანა დაგვიანებული აღმოჩნდა. სოციალურ მედიაში ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ , საზოგადოების გარკვეული ნაწილი შემთხვევას არასერიოზულად მოეკიდა . ეს ის ნაწილია , რომელთაც კორონავირუსის არსებობის არ სჯერა და მოხუცი ადამიანების გარდაცვალებას ,უმთავრესად, კორონავირუსს კი არა სხვა დაავადებებს აწერენ. ადამიანთა ამ ნაწილის მსგავს კომენტარებს გარდაცვლილი კაცის შვილიშვილი გამოეხმაურა. კომენტარს გთავაზობთ უცვლელად ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #ახალიამბები #კორონავირუსი #kutaisidaily