დონალდ ტრამპი Twitter-ს თავისუფალი სიტყვის შეზღუდვაში ადანაშაულებს

Tbilisi Daily

დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერს“ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევასა და თავისუფალი სიტყვის შეზღუდვაში ადანაშაულებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერს“ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევასა და თავისუფალი სიტყვის შეზღუდვაში ადანაშაულებს. ტრამპის მტკიცებით, „ტვიტერის“ გადაწყვეტილება “სიენენის“ და „ვაშინგტონ პოსტისა“ მიერ გავრცელებულ „ყალბ ინფორმაციას“ ეფუძნება.ცნობისთვის, „ტვიტერმა“ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ორმა პოსტმა, სადაც ფოსტის საშუალებით ხმის მიცემაზეა საუბარი, შესაძლოა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს. მოგვიანებით, პრეზიდენტის აღნიშნული პოსტები გამაფრთხილებელი ნიშნებით მოინიშნა, რაც ინფორმაციის არასარწმუნოებაზე მიუთითებს.